საკონფერენციო განაცხადი
2025 წლის 12-13 დეკემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Scientia (გამოწვევები და ტენდენციები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში).
წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება ისტორიკოსის,
თამაზ გოგოლაძის ხსოვნას.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ დისკუსიის განვითარებას.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• ისტორია და არქეოლოგია
• არქივთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია
• ეპიგრაფიკა
• ტექსტოლოგია და კოდიკოლოგია
• ციფრული ჰუმანიტარია
• ეთნოლოგია და ანთროპოლოგია
• რესტავრაცია
• ენათმეცნიერება
• ენა და ლიტერატურა
• კულტურული იდენტობები და სოციალური თეორიები
აბსტრაქტის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ნოემბერი.
კონფერენციაში მონაწილეობისათვის უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
კონფერენცია იმართება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეგიდით, ხოლო მხარდამჭერები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ა(ა)იპ ჰუმანიტარული კვლევების ცენტრი.