
კონფერენციის ისტორია
2021 წლიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Scientia (გამოწვევები და ტენდენციები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში).
კონფერენციის მიზანია კიდევ ერთხელ წამოწიოს წინ ჰუმანიტარულ დარგში არსებული სამეცნიერო სიახლეები და პრობლემები.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული სამეცნიერო სიახლეებისა და პრობლემების აქტუალიზებას, მათ გარშემო დისკუსიას და ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• ისტორია და არქეოლოგია
• არქივთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია
• ეპიგრაფიკა
• ტექსტოლოგია და კოდიკოლოგია
• ციფრული ჰუმანიტარია
• ეთნოლოგია და ანთროპოლოგია
• რესტავრაცია
• ენათმეცნიერება
• ენა და ლიტერატურა
• კულტურული იდენტობები და სოციალური თეორიები
-
2024
მეოთხე კონფერენცია
2024 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Scientia, ჩატარდა ააიპ ჰუმანიტარული კვლევების ცენტრის მხარდაჭერით.
-
2023
მესამე კონფერენცია
2023 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Scientia, ჩატარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ააიპ ჰუმანიტარული კვლევების ცენტრის მხარდაჭერით.
-
2022
მეორე კონფერენცია
2022 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Scientia, ჩატარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ააიპ ჰუმანიტარული კვლევების ცენტრის მხარდაჭერით.
-
2021
პირველი კონფერენცია
2021 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Scientia, ჩატარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ააიპ ჰუმანიტარული კვლევების ცენტრის მხარდაჭერით.
