SCIENTIA 3
მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
(გამოწვევები და ტენდენციები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში)
2023 წლის 27-28 ნოემბერი
გასულ წელს, მეორედ ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია Scientia. მიმდინარე წელს, კი უკვე მესამე კონფერენციის ჩატარებაა დაგეგმილი. კონფერენციის, ისევე როგორც ჟურნალ Scientia-ს მიმართულება, არის ჰუმანიტარული მეცნიერებები.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ჰუმანიტარული კვლევების ცენტრი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
კონფერენციის მიზანია კიდევ ერთხელ წამოწიოს წინ ჰუმანიტარულ დარგში არსებული სამეცნიერო სიახლეები და პრობლემები.
კონფერენციის მიზანია, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული სამეცნიერო სიახლეებისა და პრობლემების აქტუალიზება და მათ გარშემო დისკუსიას, ხელი შეუწყოს საქართველოში ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• ისტორია და არქეოლოგია
• არქივთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია
• ეპიგრაფიკა
• ტექსტოლოგია და კოდიკოლოგია
• ციფრული ჰუმანიტარია
• ეთნოლოგია და ანთროპოლოგია
• რესტავრაცია
• ენათმეცნიერება
• ენა და ლიტერატურა
• კულტურული იდენტობები და სოციალური თეორიები
საკონფერენციო განაცხადების მიღება გრძელდება 2023 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით. საკონფერენციო განაცხადთან ერთად — სადაც მითითებული იქნება მომხსენებლის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, აფილაცია, ქვეყანა და საკონტაქტო ინფორმაცია — უნდა გამოიგზავნოს მოხსენების ვრცელი აბსტრაქტი (A4 ფორმატის 2-4 გვერდი, 11-იანი
sylfaen ფონტით). აბსტრაქტის თარგმანს ინგლისურ ენაზე საორგანიზაციო კომიტეტი უზრუნველყოფს.
კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 27-28 ნოემბერს ჰიბრიდულ ფორმატში, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, ასევე Zoom პლატფორმის გამოყენებით. ამასთანავე გამოქვეყნდება მოხსენებების ვრცელი აბსტრაქტების კრებული, რომელიც მონაწილეებს კონფერენციის გახსნისას დაურიგდებათ. თითოეულ პუბლიკაციას მინიჭებული ექნება DOI კოდი.
აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ კონფერენციაში მონაწილეობა და თეზისების გამოქვეყნება დამოუკიდებელი პროცესია და არ ნიშნავს ჟურნალ Scientia-ში სტატიის ავტომატურ პუბლიკაციას
საკონფერენციო განაცხადები და შეკითხვები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: conference.scientia@manuscript.ge
ელფოსტის თემაში (Subject) მიუთითეთ: კონფერენცია Scientia 3 – სახელი და გვარი