მეორე სამეცნიერო კონფერენცია Scientia

გასულ წელს, პირველად ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია Scientia. მიმდინარე წელს, კი უკვე მეორე კონფერენციის ჩატარებაა დაგეგმილი. კონფერენციის, ისევე როგორც ჟურნალ Scientia-ს მიმართულება, არის ჰუმანიტარული მეცნიერებები.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ჰუმანიტარული კვლევების ცენტრი და ქალაქ თბილისის მერია.
კონფერენციის მიზანია კიდევ ერთხელ წამოწიოს წინ ჰუმანიტარულ დარგში არსებული სამეცნიერო სიახლეები და პრობლემები.
კონფერენციის მიზანია, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული სამეცნიერო სიახლეებისა და პრობლემების აქტუალიზება და მათ გარშემო დისკუსიას, ხელი შეუწყოს საქართველოში ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
🖋 ისტორია და არქეოლოგია
🖋 არქივთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია
🖋 ეპიგრაფიკა
🖋 ტექსტოლოგია და კოდიკოლოგია
🖋 ციფრული ჰუმანიტარია
🖋 ეთნოლოგია და ანთროპოლოგია
🖋 რესტავრაცია
🖋 კულტურული იდენტობები და სოციალური თეორიები
საკონფერენციო განაცხადების მიღება გრძელდება 2022 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
საკონფერენციო განაცხადები და შეკითხვები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: conference.scientia@manuscript.ge