საკონფერენციო განაცხადი 2025

საკონფერენციო განაცხადი

2025 წლის 12-13 დეკემბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Scientia (გამოწვევები და ტენდენციები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში).

წლევანდელი კონფერენცია ეძღვნება ისტორიკოსის,
თამაზ გოგოლაძის ხსოვნას.

კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარულ მეცნიერებე­ბში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ დისკუსიის განვითარებას.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

• ისტორია და არქეოლოგია
• არქივთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია
• ეპიგრაფიკა
• ტექსტოლოგია და კოდიკოლოგია
• ციფრული ჰუმანიტარია
• ეთნოლოგია და ანთროპოლოგია
• რესტავრაცია
• ენათმეცნიერება
• ენა და ლიტერატურა
• კულტურული იდენტობები და სოციალური თეორიები

აბსტრაქტის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ნოემბერი.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:

კონფერენცია იმართება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეგიდით, ხოლო მხარდამჭერები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ა(ა)იპ ჰუმანიტარული კვლევების ცენტრი.