კონფერენციის ისტორია

2021 წლიდან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Scientia (გამოწვევები და ტენდენციები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში).

კონფერენციის მიზანია კიდევ ერთხელ წამოწიოს წინ ჰუმანიტარულ დარგში არსებული სამეცნიერო სიახლეები და პრობლემები.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში არსებული სამეცნიერო სიახლეებისა და პრობლემების აქტუალიზებას, მათ გარშემო დისკუსიას და ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
• ისტორია და არქეოლოგია
• არქივთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია
• ეპიგრაფიკა
• ტექსტოლოგია და კოდიკოლოგია
• ციფრული ჰუმანიტარია
• ეთნოლოგია და ანთროპოლოგია
• რესტავრაცია
• ენათმეცნიერება
• ენა და ლიტერატურა
• კულტურული იდენტობები და სოციალური თეორიები

  • 2024

    მეოთხე კონფერენცია

    2024 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Scientia, ჩატარდა ააიპ ჰუმანიტარული კვლევების ცენტრის მხარდაჭერით.

  • 2023

    მესამე კონფერენცია

    2023 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Scientia, ჩატარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ააიპ ჰუმანიტარული კვლევების ცენტრის მხარდაჭერით.

  • 2022

    მეორე კონფერენცია

    2022 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Scientia, ჩატარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ააიპ ჰუმანიტარული კვლევების ცენტრის მხარდაჭერით.

  • 2021

    პირველი კონფერენცია

    2021 წელს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია Scientia, ჩატარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ააიპ ჰუმანიტარული კვლევების ცენტრის მხარდაჭერით.

გაქვთ იდეა/რჩევა?

მოგვწერეთ თქვენი რჩევა, რა შეიძლება შევცვალოთ.

ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში სამეცნიერო კვლევების განვითარებას ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

Scientia

კონფერენციაზე რეგისტრაცია გრძელდება 25 ნოემბრის ჩათვლით